მთავარი ციტატა

“ხელისუფლებამ ძალიან უცნაურად, ერთ დღეში გამოაცხადა კაპიტულაცია”

“ხელისუფლების ეს ნაბიჯი, ბუნებრივია, იძულებითი იყო, ამას მე მგონი, არც ხელისუფლება არ უარყოფს. ცდილობენ რაღაც ოპტიმისტური განცხადებები გააკეთონ და ამაყი სახით გაიხედონ ჰორიზონტზე, მაგრამ  ჩვენ ამნეზია არ გვჭირს – ჩვენ გვესმოდა წინა დღეებში ხელისუფლების რიტორიკა. ჯერ ამბობდნენ, რომ 100/50-ზე იყო ბოლო ზღვარი, მერე საუბრობდნენ 110/40-ზე და საბოლოო ჯამში, ძალიან უცნაურად, ერთ დღეში გამოაცხადეს, პრაქტიკულად, კაპიტულაცია, თუმცა მე არ მინდა ახლა ნიშნისმოგებით ვილაპარაკო ხელისუფლებაზე”

გია ხუხაშვილი – ექსპერტი

აღნიშნული განცხადება ხუხაშვილმა “მეტრონომთან” გააკეთა.

მისივე თქმით, 120/3-ზე მოდელი “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის სარისკოა.

შეგახსენებთ, საარჩევნო მოდელზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება გუშინ, 8 მარტს შედგა.

საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, 1%-იან საარჩევნო და 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.

იტვირთბა....