მთავარი ციტატა

“დიდი ალბათობით, აქციები გადაიდება და 4 აპრილს დაანონსებული აქცია აღარ ჩატარდება”

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, ისედაც განვიხილავდით რამდენად მიზანშეწონილი იყო აქციების ჩატარება ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვგულისხმობ კორონავირუსს და მოქალაქეების საფრთხეს. მითუმეტეს ამ ფონზე, როდესაც შეთანხმება მიღწეულია, დღეს განვიხილავთ და საბოლოო პოზიციას გეტყვით. დიდი ალბათობით, აქციები გადაიდება და 4 აპრილს დაანონსებული აქცია აღარ ჩატარდება“

დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველოს“ წევრი

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.

იტვირთბა....