„ბატონო კობახიძე, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ასევე მოკლე ფეხები ექნება იმ ტყუილს, რომელსაც ახლა კადრულობთ. მე ყოველთვის ვსაუბრობ სიმართლეს. თუ ამ ორი დოკუმენტის რომელიმე ნაწილი არ შესრულდება, ეს ნიშნავს რომ შეთანხმება არ არის შესრულებული. სახელებსა და გვარებზე იყო შეთანხმება, რომ დოკუმენტში არ ყოფილიყო მოხსენიებული. შინაარსი ყველას კარგად გვესმის“
გიორგი ვაშაძე – „ახალი საქართველოს“ ლიდერი
შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ერთ- ერთ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის ჩართულობით, პოლიტპატიმრები საპატიმროდან განთავისუფლდებიან.
კობახიძის თქმით, ვაშაძის განცხადება ცალსახად ტყუილია.