მთავარი ციტატა

“პრეზიდენტის ინსტიტუცის მექანიზმი უნდ იქნას გამოყენებული საბოლოო შეთანხმების ჩამოსაყალიბებლად, რომ გიგი უგულავამ დატოვოს საპატიმრო დაწესებულება”

“მეორე დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, მითითებულია პრეზიდენტის ჩართულობის შესახებ. ეს დოკუმენტი ხელმოწერილია იმისთვის, რომ გამოყენებული იქნას მექანიზმები, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ საპატიმრო დაწესებულებებიდან. ღიად ვიტყვი, აქ საუბარია თამლიანზე, რურუაზე, ოქრუაშვილზე, როგორც 20 ივნისის შემდგომ პატიმრობაში მყოფ ადამიანებზე, მეორე მხრივ, საუბარია გიგი უგულავაზე. პრეზიდენტის ინსტიტუცის მექანიზმი უნდ იქნას გამოყენებული საბოლოო შეთანხმების ჩამოსაყალიბებლად, რომ გიგი უგულავამ დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. ფორმალურად და პროცედურულად შეიძლება ამას შეწყალება ერქვას, თუმცა რეალური შეწყალებისგან ჩვენ ვამბობთ, რომ ძალიან შორს არის“

გიორგი ვაშაძე – „ახალი საქართველოს“ ლიდერი

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.

 

 

იტვირთბა....