„ერთ მთავარ პრინციპზე უნდა შევთანხმდეთ – საქართველში პოლიტპატიმრები არ არიან. პოლიტპატიმარს ვერც ერთ შემთხვევაში ვუწოდებთ ისეთ ადამიანს, რომელსაც აქვს მოპარული ათეულობით მილიონი ლარი საჯარო ბიუჯეტიდან. და ვერ ვუწოდებთ პოლიტპატიმარს ისეთ პირებს, რომლებიც იჭრებოდნენ პარლამენტის შენობაში. ერთ მარტივ პრინციპზე უნდა შევთანხმდეთ, როდესაც ადამიანი არის მხილებული თუნდაც მსუბუქ დანაშაულში, ის უნდა გავიდეს პოლიტიკიდან“
ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერი
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.