„გვინდა, რომ ის შესრულდეს ქვეყნის ინტერესებიდან და არა რომელიმე პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ვიღაცამ ვიღაცაზე გამარჯვება უნდა იზეიმოს, ეს კარგი გადაწყვეტილებაა საზოგადოებისთვის. ჩვენ გვინდა არჩევნებში გამარჯვება და მე დარწმუნებული ვარ ამ გამარჯვებაში“
გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.