ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველო მზად არის შემდგომი დემოკრატიის განვითარებისთვის” – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხებით მმართველმა გუნდმა აჩვენა, რომ მისი მთავარი ღირებულება ქვეყნის დემოკრატიული მიმართულებით განვითარებაა.

ამის შესახებ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის ცნობით, ყველა დოკუმენტი, რაზეც ოპოზიციასა და ხელისფლებას შორის შეთახმება შედგა და მათ ხელი მოაწერეს, საჯაროდ გამოქვეყნდა.

თალაკვაძე საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობას უხდის.

“პოლიტიკური მოლაპარაკებები ყველა ძირითად საკითხთან დაკავშირებით დასრულდა დადებითი შედეგით და შეთანხმებით, ამით ხელისუფლებამ დაამტკიცა რომ ჩვენი პრიორიტეტი არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველოფა და დემოკრატიული პრინციპები. მიგვაჩნია, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც რეალურად აჩვენა, რომ საქართველო მზად არის შემდგომი დემოკრატიის განვითარებისთვის“,- აცხადებს თალაკვაძე.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.

 

იტვირთბა....