ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხელისუფლებასთან შეთანხმების მიუხედავად პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომას ოპოზიცია არ დაესწრება

ხელისუფლებასთან შეთანხმების მიუხედავად პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომას ოპოზიცია მაინც არ დაესწრება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, იისნი ბოიკოტის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება ყველა მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.

“ბიუროს სხდომას ჩვენ დღეს არ დავესწრებით. საპარლამენტო მუშაობაში დაბრუნების საკითხი განხილული იქნება მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დარეგისტრირდება საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი და შესრულებული იქნება ხელისუფლების მიერ დადებული ყველა პირობა,” – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.

იტვირთბა....