„მნიშვნელოვანი რამ მოხდა. რომ არ მოგატყუოთ, არ ველოდი, თუ ასეთი მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა მიღწეული. სამი ძალიან მნიშველოვანი კომპონენტისგან შედგება ეს შეთანხება, რასაც თანხმდება ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც მონაწილეობდა ამ შეხვედრებში. ეს არის შემდეგი პროპორცია – 120/30-ზე ერთპროცენტიანი ბარიერი და პრინციპი, რომ პარტია, რომელიც ვერ იღებს 40 პროცენტს, ვერ აკომპლექტებს მთავრობას. გარდა ამისა, არის ძალიან მნიშვნელოვანი მეორე თემა, რომელიც ეხება სამართლიანი სასამართლოს თემას, მართლმსაჯულების საკითხებსა და იმ საქმეებს, რომლებიც ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი”
თამარ ჩუგოშვილი – საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი
აღნიშნული განცხადება ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
შეგახსენებთ, საარჩევნო მოდელზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება მიღწეულია.
საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, 1%-იან საარჩევნო და 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.