მთავარი ციტატა

“თავს ვერ მოვიტყუებთ, ევროპაში, ჩვენზე გაცილებით ძლიერ ქვეყნებში, ხდება გართულება”, – სერგო ჩიხლაძე

“აქამდე იმპორტირებული შემთხვევები იყო, ახლა კი ქვეყნის შიგნით გადაცემა ფიქსირდება ერთი ადამიანიდან მეორეზე, ეს პრინციპში სამედიცინო დარგის სპეციალისტებისთვის მოულოდნელი არ არის. რასაკვირველია, ეს მოითხოვს მზადყოფნისა და მზაობის ახალ ეტაპს. ახლა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სავარაუდო ინფიცირებული ადამიანების მისაღებად, ეს მზადყოფნა უნდა გამოიხატოს იმაში, თუ რამდენი ბოქსირებული პალატა გვაქვს, რამდენი ხელოვნური სუნთქვის აპარტი გვაქვს და ა.შ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავსაც ვერ მოვიტყუებთ, ევროპაში ჩვენზე გაცილებით ძლიერ ქვეყნებში ხდება გართულება და ყოველდღიურად ასობით ახალ შემთხვევას აქვს ადგილი. ფაქტია, რომ მოიმატებს შემთხვევები”

სერგო ჩიხლაძე, ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი

TV პირველი, “ვახო სანაიას დღის ამბები”

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა თითქმის 70% უკვე გამოჯანმრთელდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 12 შემთხვევაა დადასტურებული. დაინფიცირებულთაგან ერთ-ერთი ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეა.

 

იტვირთბა....