ჯანდაცვის საკითხებში ჩინეთის სახელმწიფო კომისიის ცნობით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების თითქმის 70 პროცენტი განიკურნა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 80 651 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 55 4040 კი გამოჯანმრთელდა.
გამოჯანმრთელებული პაციენტები საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. გამოჯანმრთელებულთა ზუსტი რიცხვი ინფიცირებულთა 68,66 პროცენტია.
ჩინური მედიის ცნობით, ბოლო კვირებში ჩინეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დადასტურებული. დაინფიცირებულთაგან ერთ-ერთი ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეა.