ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსზე ჩატარებული ანალიზის პასუხს ელოდებიან

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალ

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, კორონავირუსზე ჩატარებული ანალიზის პასუხს ელოდებიან.

საუბარია ირანის მოქალაქეზე, რომელიც კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ მოათავსეს, მას მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა.

ექიმის ინფორმაციით, ირანის მოქალაქეს, ამ ეტაპზე, ცხელება და ვირუსული დაავადების ნიშნები აღარ აქვს, ხოლო მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი, სადაც ახალ კორონავირუსზე კვლევა ჩატარდება. ახალციხის საავადმყოფოში, ამ ეტაპზე, მხოლოდ ირანის მოქალაქეს აკვირდებიან.

რაც შეეხება აბასთუმანში მოწყობილ საკარანტინე სივრცეს, აქ იზოლაციაში 23 პირი რჩება. საკარანტინო პერიოდის გასვლის გამო ტერიტორიას დღეს 2 ადამიანი დატოვებს.

გუშინ, 5 მარტს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი იმ 44 წლის მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც ინფექცია გუშინ დაუდგინდა. ამ დრისთვის ვირუსი 9  ადამიანს აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული.

იტვირთბა....