ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე არ ვარ რელიგიამცოდნე, ეკლესია გადაწყვეტს ამ საკითხს” – იმნაძე ზიარების რიტუალზე

დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ის ზოგად რეკომენდაციებს გასცემს და კონკრეტულ ინსტიტუტს ვერ მოუწოდებს, რა მოიმოქმედოს.

რაც შეეხება რელიგიურ რიტუალებში შეზღუდვების დაწესებას, როგორც იმნაძე აღნიშნავს, ეკლესია ამ საკითხს თავად გადაწყვეტს.

“მე ერთი ვიცი, რომ პატრიარქი და ზოგადად ჩვენი ეკლესია ბავშვების ჰიგიენური აღზრდის საკითხებს იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. რაც შეეხება რელიგიურ რიტუალებში შეზღუდვების დაწესებას, მე არა ვარ რელიგიური რიტუალების სპეციალისტი. მე ვიძლევი რჩევას მოსახლეობისთვის. მოსახლეობისთვის რჩევა არის ერთადერთი, რომ ჰიგიენის წესი მაქსიმალურად დაცული იყოს სკოლაშიც, სახლშიც, ეკლესიაშიც. ჩვენ ვიძლევით სიტუაციურ რეკომენდაციებს. რელიგიურ ინსტიტუტებს არ ვაძლევ რეკომენდაციებს. ეკლესია გადაწყვეტს ამ საკითხებს, მე არ ვარ რელიგიამცოდნე, მე ვარ ეპიდემიოლოგი”,-აცხადებს პაატა იმნაძე.

ამასთან, იმნაძის თქმით, სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერება არ ყოფილა მათი რეკომენდაცია. მათ განათლების სამინისტროს არსებულ ვითარებაზე ზოგადი ინფორმაცია მიაწოდეს, რის საფუძველზეც უწყებამ თავად მიიღო გადაწყვეტილება.

“არ უნდა გამოიყენოს სხვისი კოვზი არც სახლში, არც რესტორანში, არც სხვისი თეფშიდან რამე უნდა აიღოთ, ესენი ვილაპარაკო? არ უნდა გამოიყენონ მეზობლის კოვზი”,- აცხადებს იმნაძე.

საქართველოში ამ დროისთვის ვირუსი 4 შემთხვევა დაფიქსრირდა. ყველა დაინფიცირებული პაციენტი საქართველოს მოქალაქეა.

იტვირთბა....