ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამყრელიძის თქმით,  ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა და ქვეყანაში კვირას დაბრუნდა.

“ბოლო შემთხვევა თავისი მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან. არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა კვირას თითქოს სიმპტომების გარეშე, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

მეორე შემთხვევა – ვირუსი 28 თებერვალს იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა.

მესამე შემთხვევა – ახალი კორონავირუსი 29 თებერვალს დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

იტვირთბა....