ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებულ მეოთხე პირთან კონტაქტში 25 პირი იმყოფებოდა.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მეოთხე დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება დასრულებულია და მათ დეტალურად გამოიკვლევენ.
“ეს პაციენტი რეკომენდაციით იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და შემდგომში მასთან კომუნიკაციის გამო გახდა მისი სტაციონარიზაცია და დამატებითი კვლევების ჩატარება საჭირო. ეს ადამიანი არ იყო სამსახურში და შესაბამისად, მდგომარეობა ამით გაცილებით უკეთესია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მეოთხე შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირებულია 44 წლის მამაკაცი, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან ჩამოვიდა.