“დღეს ჩვენს ბრძოლას ჰქვია ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ და ამ ბრძოლას ხალხი აუცილებლად მოიგებს. არ ვაპირებ ივანიშვილთან კატა-თაგვობანას თამაშს. საერთოდ არაა მნიშვნელოვანი როდის მოუნდება მას ჩემი მეოთხედ დაპატიმრება ან გამოშვება. მან მძევლად ამიყვანა მე და სხვა პოლიტპატიმრები, იმის იმედით რომ მისთვის სასარგებლო და ქვეყნისთვის საზიანო საარჩევნო სისტემის გამოვაჭრებით, გაიხანგრძლივოს ძალაუფლება. ის ამ მიზანს ვერ მიაღწევს. ამასთანავე, არ მსურს, ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” წევრი
ამის შესახებ უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.