ახალი ამბები მთავარი სამართალი

მიხეილ კალანდიას ადვოკატი მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი საქმის მოსამართლის ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ დღეს იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორთან საჩივარს შეიტანს.

ზურაბ თოდუა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ დისციპლინარული დევნის დაწყებას ითხოვს.

საკუთარი გადაწყვეტილების საფუძვლად ადვოკატი მიხეილ კალანდიას საქმის განხილვისას მობილური ტელეფონის სისტემატიურად გამოყენებას და სოციალურ ქსელებით გართობას ასახელებს.

“საქმე გვაქვს უპრეცედენტო და გაუგონარ გარემოებასთან, როდესაც მოსამართლე საათობით არ უსმენს სასამართლო სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს. გაგვაჩნია ვიდეოკადრები 2020 წლის 23 და 24 იანვრის სხდომებისა, როდესაც მოსამართლე 12 წუთის განმავლობაში ჩართულია სოციალურ ქსელში და პირდაპირი გაგებით შემიძლია ვთქვა, რომ ერთობა,” – განაცხადა ზურაბ თოდუამ.

შეგახსენებთ, სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

 

 

იტვირთბა....