ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სამხრეთ ფლორიდის კათოლიკურ ეკლესიებში, კორონავირუსის საფრთხის გამო, სპეციალური წესები შემოიღეს

კორონავირუსის საფრთხის გამო, სამხრეთ ფლორიდის კათოლიკური ეკლესიები წესებს ცვლიან. მაიამის არქიეპარქიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დროებით შეწყდება ზიარებისთვის განკუთვნილი ჭურჭლის გამოყენება; დაცარიელდება ნაკურთხი წყლის რეზერვუარი ეკლესიის შესასვლელებში;

გარდა ამისა, მღვდელმსახურებმა ცერემონიის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ხელები ანტიბაქტერიული საპნით უნდა დაიბანონ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 92 000-მდე შემთხვევა ფიქსირდება. აშშ-ში 103 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 6 შემთხვევა ლეტალურია.

 

იტვირთბა....