ირანის საკანონმდებლო ორგანოს 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია პარლამენტის ვიცე-სპიკერ, აბდალრეზა მესრიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეის მდგომარეობით, კორონავირუსზე ტეტის გავლის შემდეგ, 23 დეპუტატს ვირუსი დაუდგინდა“, – აცხადებს მესრი.
კორონავირუსით ირანში უკვე ორი მაღალჩინოსანი დაიღუპა. ვირუსით არიან ინფიცირებული ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ვიცე-პრეზიდენტიც.
რაც შეეხება მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 3 125-ს მიაღწია. ინფიცირებულია 91 ათასამდე ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 48 ათასს აჭარბებს.