ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით მსოფლიოში 3 125 ადამიანი გარდაცვლილია, 91 ათასამდე კი დაინფიცირებულია

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 3 125-ს მიაღწია. ინფიცირებულია 91 ათასამდე ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 48 ათასს აჭარბებს.

ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა პორტუგალიაში, იორდანიაში, ტუნისში, ლატვიაში, სენეგალში, საუდის არაბეთსა და მაროკოში.

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 ადამიანი დაიღუპა.  სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რიცხვი 5 ათასამდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილია 34 ადამიანი. 2 ათასს აჭარბებს ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები იტალიაში,  სადაც  ვირუსს 52 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, ირანში ინფიცირებულთა რიცხვი ისევ მატულობს. ქვეყანაში საერთო ჯამში კორონავირუსის 1,500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 66 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ირანს სპეციალური ავიარეისით 8 ტონა სამედიცინო რესურსი უკვე გაუგზავნა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულია 100 და დაღუპულია 6 ადამიანი, ხელისუფლება რამდენიმე ქვეყანასთან მიმოსვლის შეზღუდვაზე მსჯელობს.

 

იტვირთბა....