aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსთან დაკავშირებით, ტუროპერატორებთან შეხვედრა გაიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მარიამ ქვრივიშვილთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკოორდინაციო კომისიის მდივანთან, გვანცა გასვიანთან ერთად, ადგილობრივ ტუროპერატორებთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გზებზე იმსჯელეს, არსებული ვითარებისა და კონკრეტული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს და კოორდინირებულ მოქმედებებზე შეთანხმდნენ. შეხვედრის მონაწილეთა აზრით, ინფორმაციის გაცვლა ხელს შეუწყობს, როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე ტუროპერატორების მხრიდან შემდგომი ქმედებების განსაზღვრას და უკეთ დაგეგმვას.

ტუროპერატორებს ეთხოვათ, გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებს შორის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოები, ხოლო უცხოელ ვიზიტორებს წინასწარ მიაწოდონ ინფორმაცია საზღვარზე არსებული პროცედურების შესახებ.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოში 3 125 ადამიანია გარდაცვლილი, 91 ათასამდე კი, დაინფიცირებულია.

იტვირთბა....