ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ბოლო 24 საათში სხავასხვა ქვეყანაში კორონავირუსის 9-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე ჩინეთში

მსოფლიოში, ჩინეთს გარეთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის თითქმის 9-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე ჩინეთში. ინფორმაციას ამის შესახებ CNN მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე (WHO) დაყრდნობით ავრცელებს.

“ვირუსი სწრაფად ვრცელდება კორეის რესპუბლიკაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაში.” – აცხადებს WHO-ს გენერალურმა დირექტორი.

მისივე თქმით, WHO არ დააყოვნებს, რომ დაასახელოს აღნიშნული მონაცემები არის თუ არა პანდემია, თუ ამას მტკიცებულებები იტყვის.

“ჩვენ გვესმის, რომ ხალხი მსჯელობს არის თუ არა ეს პანდემია. ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით სიტუაციას და ვაანალიზებთ მონაცემებს. WHO არ დააყოვნებს, რომ დაასახელოს ეს პანდემიად, თუ ამას მტკიცებულებები იტყვის”, — თქვა WHO-ს გენერალურმა დირექტორმა.

იტვირთბა....