ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ონლაინ ელექტრონულ სწავლა-სწავლებაზე გადადის

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ონლაინ ელექტრონულ სწავლა-სწავლებაზე გადადის.

“მსოფლიოში ახალი COVID-19 კორონა ვირუსის გავრცელების მაღალი ინტენსივობისა და სახელმწიფოს მიერ პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების კვალდაკვალ, პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე,  26 თებერვალს გადაწყდა საგაზაფხულო სემესტრის 2 მარტის ნაცვლად 9 მარტს დაწყება;

ახალი COVID-19 კორონავირუსის გავრცელების შემთხვევების ზრდის გამო, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სწავლის დაწყება გადაიდო 16 მარტისთვის.  სწავლის ვადების კვლავ გადაწევის შემთხვევაში, რადგან გავრცელებულ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ქმედითი ღონისძიება მასობრივი თავშეყრის ადგილების მაქსიმალური შეზღუდვაა, SEU გამოთქვამს მზადყოფნას, უმოკლეს ვადაში (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად) დანერგოს თანამედროვე მსოფლიოში დამკვიდრებული და მიღებული ელექტრონული სწავლა/სწავლების მეთოდები, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან არ იქნება სხვა რეკომენდაციები ან ახალი COVID-19 კორონა ვირუსის გამო გამოცხადებული საგანგაშო მდგომარეობა არ განეიტრალდება”, – ნათქვამია უნივერსიტეტის “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....