ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამეცნიერო კვლევა – კორონავირუსი უმეტესწილად  არამწეველებს აზიანებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობის პარალელურად, მეცნიერები ინფიცირებული ადამიანების  შესახებ მონაცემებსაც ამუშავებენ.

ამდროისთვის  ინფიცირებული 140 პაციენტის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც ჩვეულო მონაცემებსაც შეიცავს.

ცნობილია, რომ ბავშვები და ახალგაზრდები მდგრადები არიან დაავადების მიმართ,  ვიდრე ასაკოვნები. ასევე ვირუსი საშიშია არტერიული ჰიპერტენზიისა და შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის. გარდა ამისა, ვირუსული დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს რესპირატორულ სისტემაზე, ყველაზე ხშირად გვხვდება დასუსტებული სუნთქვის აპარატის მქონე ადამიანებში, რომლებსაც უკვე აქვთ ბრონქული ასთმა, ალერგია ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.  მაგრამ ამ შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ არცერთ პაციენტს აწუხებს ასთმა, ალერგიული რინიტი ან ატოპიური დერმატიტი, ხოლო ფილტვების ქრონიკული დაავადება პაციენტების მხოლოდ 1.4%-ში დაფიქსირდა. უფრო გასაკვირია, რომ ჩინეთში, დაინფიცირებულ პაციენთა ასაკობრივ ჯგუფში (პაციენტთა საშუალო ასაკი იყო 57 წელი), ასთმის დიაგნოზი 4.2%-ს, ალერგიული რინიტი – 9.7%-ს, ხოლო ფილტვების ქრონიკული დაავადება – 13.7%-ს აღენიშნება.

ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ ვირუსი უმეტესწილად აზიანებს არამწეველებს.  პაციენტებს შორის, მწეველი მხოლოდ 1,2%-ია. ცნობილია, რომ მწეველები არ არიან მგრძნობიარე ზოგიერთი დაავადებების მიმართ ან გაცილებით ნაკლებად მგრძნობიარენი არიან, ვიდრე არამწეველები.

მაგალითად, ალცჰეიმერით მწეველები საერთოდ არ ავადდებიან, ხოლო პარკინსონის დაავადება მწეველებში ძალზე იშვიათია. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მოწევა ეხმარება შიზოფრენიით დაავადებულებს და განმარტეს, ყოველი მოწეული ღერი შიზოფრენიის სიმპტომებს რატომ აქვეითებს.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ავსტრალიის სტატისტიკის ბიურომ გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის თანახმად, ზოგადად, მწეველთა ჯანმრთელობა უკეთესია, ვიდრე მათი, ვინც მოწევას მიატოვებს. მიოკარდიუმის ინფარქტი ყოფილი მწეველების  11,4%-ს, არამწეველების – 6.7% და მწეველების 6%-ს ემართება. სტრესით გამოწვეული მაღალი წნევის შემთხვევები ყოფილ მწეველებში – 16%-ია, არამწეველებში – 13.4% და მწეველებში – 7.4%.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოქტორმა, ჰარვი ჩეკოიმ დაადგინა, რომ ნიკოტინი ძალიან სასარგებლოა ალერგიული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის და მას აქვს მასტიმულირებელი გავლენა ტვინზე, მეხსიერების გაუმჯობესებასა და ინფორმაციის დამუშავების ხარისხზე.

იმავე მეცნიერის თქმით, მოწევა თამაშობს დამცავ როლს და ხელს უშლის კიბოს განვითარებას ადამიანის ზოგიერთ ორგანოში. მთელი რიგი გამოკვლევების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ მწეველები სიგარეტის მოწევით მიოკარდიუმის ინფარქტით სიკვდილის შესაძლებლობას 40% -ით ამცირებენ. ახლა ამ დაავადებებს ჩინური კორონავირუსიც შეემატა.

ყოველივე ეს იმას არ ნიშნავს, რომ თამბაქო არის პანაცეა ყველა დაავადებისთვის. უფრო მეტიც, თამბაქოს ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, ფილტვების დაავადებები და თვით კიბოც კი. ეს ასეა, მაგრამ ალკოჰოლის ან შაქრის ბოროტად გამოყენებაც ძალზე საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ხოლო ზომიერად გამოყენებული თამბაქო, ალკოჰოლი, შაქარი და მრავალი პროდუქტი ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის.

 

 

 

იტვირთბა....