ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის გამო მონღოლეთის პრეზიდენტი კარანტინში მოათავსეს

მონღოლეთის პრეზიდენტი ხალტმაგინ ბატულგა 14-დღიან კარანტინში მოათავსეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მონღოლეთის პრეზიდენტი ჩინეთში იმყოფებოდა. ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტი და მისი დელეგაციის წევრები პრევენციის მიზნით 14-დღიან იზოლაციაში მოათავსეს.

მონღოლეთის პრეზიდენტი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში 27 თებერვალს იმყოფებოდა.

იტვირთბა....