“სხვადასხვა საკითხებს განვიხილავდით, მათ შორის საარჩევნო სისტემის თემას. ბუნებრივია, რადგან ეს არ იყო მოლაპარაკების ფორმატი, ასე არ ხდებოდა, რომ ჩვენ რაღაცას ვთავაზობდით და ოპოზიცია პასუხობდა, ან პირიქით. თუ გიორგი ვაშაძე ამბობს იმას, რომ ჩვენ ოპოზიციას ვთავაზობ 110/40-ზე, ეს არ არის სიმართლე”
ირაკლი კობახიძე -საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში “ქართული ოცნების” და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. “ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ოპოზიციას 110/40-ზე მოდელი შესთავაზეს.