მთავარი ციტატა

“ყველა პოლიტიკური ძალა თუ გარკვეულ დათმობაზე წავა, შესაძლებელია შეთანხმება, მაგრამ ამასთან ახლოს არ ვართ”

„ბევრი ვერსიაა, რომელზეც მიდის პარალელურად საუბარი. ნამდვილად ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი. ამიტომ ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი ამ დიალოგის პროცესს და დიდი მოლოდინი არასდროს მქონია. არ ვიცი, რეალურად ამ ოთხ დღეში მოხდება თუ არა შეთანხმება. ყოველ შემთხვევაში, ყველა პოლიტიკური ძალა თუ გარკვეულ დათმობაზე წავა და ცოტას დათმობს თავის პრინციპული პოზიციებიდან, შესაძლებელია, შეთანხმება მოხდეს, მაგრამ ამასთან ახლოს არ ვართ“

თამარ ჩუგოშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი 

აღნიშნული განცხადება ჩუგოშვილმა დიპლომატების, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები, ასევე აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გრიგოლ ვაშაძე და თინა ბოკუჩავა, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები თამარ ჩუგოშვილი და მარიამ ჯაში ესწრებოდნენ.

იტვირთბა....