საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან მამაკაცი გაიტაცეს. აღნიშნული ინფორმაცია “მეტრონომს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
“ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად”, – განაცხადეს სუს-ში.