ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩინეთმა პირბადეების გამოშვების მოცულობა 7-ჯერ გაზარდა

ჩინეთში პირბადეების გამოშვების მოცულობა 7-ჯერ გაიზარდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ჩინეთში დღეში 76 მილიონ სამედიცინო და დამცავ პირბადეს უშვებენ.

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის შიგნით პირბადეების დეფიციტის აღმოფხვრა მოახერხეს.

ჩინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 435 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ჩინეთში 2 747 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 78 500-ს აღწევს.

იტვირთბა....