“ჩვენთან 19 ადამიანი წევს. 17 მათგანი გამოკვლეულია, 1-ს დაუდასტურდა კორონავირუსი, 16-ს არა. ბუნებრივია, ვისაც დაუდასტურდა, დარჩება. 3 პაციენტი, ვინც საჭიროებს მკურნალობას, მათ გრიპი აქვთ, დარჩებიან ჩვენთან, ხოლო 13 პიროვნება, ვისაც არ დაუდასტურდა ვირუსი და მათი მდგომარეობა კარგია, ისინი გადაყვანილ იქნებიან საკარანტინო სივრცეში. კონტაქტიდან 14 დღის მანძილზე იქნებიან კარანტინში. 6 პაციენტი დარჩება ჩვენთან”
თენგიზ ცერცვაძე ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი
TV პირველ, “ღამის ამბები”
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა . ამირან გამყრელიძის თქმით, ადამიანი, ვისთანაც დადასტურდა კორონავირუსი, კლინიკურად ჯანმრთელია
ჯანდაცვის მინისტრმა ამასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო პრემიერმა საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება.