ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო პრემიერმა საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

გახარიას პრესსამსახურის ინფორმაციით, საგანგებო ჯგუფი მთავრობის მეთაურმა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა.

საგანგებო ჯგუფს თავად გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმა ყველა უწყების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა. აღნიშნულის შესახებ ირანულ მხარეს შესაბამისი არხების მეშვეობით უკვე ეცნობა.

შეგახსენებთ, საქართველო ოფიციალურად 42-ე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მამაკაცი ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

იტვირთბა....