ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება. არ არსებობს ეპიდემიური საფრთხე”

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიური საფრთხე”, – განაცხადა მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა . ამირან გამყრელიძის თქმით, ადამიანი, ვისთანაც დადასტურდა კორონავირუსი, კლინიკურად ჯანმრთელია

ჯანდაცვის მინისტრმა ამასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო პრემიერმა საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა.

იტვირთბა....