ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს იყო არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა, კონკრეტული საკითხების განხილვა არ ყოფილა” – ჩუგოშვილი

“ელიზაბეთ რუდის მიერ ორგანიზებული შეხვედრა არაფორმალური, მეგობრული ხასიათის იყო” – ამის შესახებ, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვახშამზე ზოგადად იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, რომელიც საქართველოს წინაშე არსებობს, როგორც გამოწვევა.

„ეს იყო მორიგი არაფორმალური, მეგობრული, დიპლომატიური შეხვედრა ელჩების მიერ ორგანიზებული, ამ შემთხვევაში ამერიკის ელჩის მოადგილის მხრიდან ორგანიზებული, რომელიც არ ეხებოდა და მიზნად არ ისახავდა კონკრეტული საკითხების განხილვების ან კონკრეტული შეთანხმებების მიღწევას. ეს არის დიპლომატიური ვახშამი, რომელზეც პატიჟებენ ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკურ ფიგურებს, მათ შორის ოპოზიციის, ხელისუფლების თუ ა.შ. წარმომადგენლებს, ჩემ შემთხვევაში დამოუკიდებელ დეპუტატს და შესაბამისად, დღეს რაღაც კონკრეტული საკითხების განხილვა არ ყოფილა, ჩვენ ვმსჯელობდით ზოგადად იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს, როგორც გამოწვევა.

ეს შეხვედრა არ ემსახურებოდა იმას, რომ ან დიალოგი ჩაენაცვლებინა, ან რაიმე ფორმით ყოფილიყო ის ადგილი, სადაც ეს საკითხები უნდა განიხილებოდეს, ეს იყო უბრალოდ ჩვენი მეგობარი ელჩების მხრიდან ორგანიზებული მეგობრული ვახშამი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

იტვირთბა....