მთავარი ციტატა

“რომ გამოდის სასულიერო პირი და პატრიარქს აგინებს პირდაპირ ეთერში, ეს ბრძოლა არ არის?”

“რომ გამოდის ადამიანი, სასულიერო პირი და პატრიარქს აგინებს პირდაპირ ეთერში, ეს ბრძოლა არ არის? ციხეში რომ ზის ადამიანი და მუქარას უთვლის პატრიარქს, თან შეწყალებას სთხოვს, ეს ბრძოლა არ არის? თქვენ თუ გაინტერესებთ ვინ დგას ამის უკან, ეს მე არ ვიცი. ეს ადამიანები ამბობენ, რომ მათ ყველანაირი ინფორმაცია აქვთ, ეს ინფორმაცია ნიშნავს, რომ კავშირი აქვთ იმათთან, ვისაც შეუძლია ინფორმაცია მიაწოდოს. მე არ მაქვს ასეთი კავშირი არავისთან და ფარული ინფორმაციები არ გამაჩნია, ვხედავ პირდაპირ, რაც ხდება. პატრიარქს ებრძვიან ნამდვილად, ორი აზრი არ არსებობს, ვინც ებრძვის, იმან უკვე გამოაცხადა თავისი თავი, გამოააშკარავა“

მეუფე ნიკოლოზი, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი

“პირველი არხი”

შეგახსენებთ, ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა: „ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია, მე ვარ სამიზნედ“.

იტვირთბა....