ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია ვარ სამიზნედ” – პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განცხადება გაავრცელა, როგორც პატრიარქმა თქვა, რომ არა ხალხის თანადგომა, ის ვერ გაუძლებდა იმ სიმძიმეებს, რომელიც 42 წელია არსებობს.

“ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს. 42 წელია მე ვარ სამიზნედ. ღმერთი გვიცავს, ღმერთი გვაძლევს მადლს და ძალას, რომ გავუძლოთ,” – აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქმა სტუმრები დალოცა და იმედი გამოთქვა, რომ სირთულეების მიუხედავად გაძლიერდება მთა და ჩვენი ქვეყანა. ასევე მისი განცხადებით, “მთას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხალხი დაბრუნდეს სოფლებში.”

სტუმრებმა  ილია მეორეს მთაში მცხოვრებთა სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ მისი ლოცვა-კურთხევით გაერთიანებულ სათემო და საგვარეულო კავშირებს დიდი წვლილი შეაქვთ ძველი ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და სულიერების აღორძინებაში.

იტვირთბა....