“მმართველი გუნდი ითვალისწინებს როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სწორ პოზიციას, ასევე ჩვენი საზოგადოების სურვილს, რომ საარჩევნო სისტემაში იყოს წინსვლა. ჩვენი აზრით, სწორი კომპრომისული ვერსია შევთავაზეთ საზოგადოებას, პირველ რიგში, იმიტომ, რომ იმ ოპოზიციურ ჯგუფს ვერ ექნება მონოპოლია პოლიტიკურ პროცესებზე. ჩვენ ეს შევთავაზეთ და ველით შემხვედრ პასუხს, მაგრამ მე მეჩვენება, რომ იმ ჯგუფს, რომელიც ოპოზიციის სახელით ლაპარაკობს, აინტერესებს არა არჩევნები და მშვიდობიანი პროცესი, არამედ დესტრუქცია, დაძაბულობა, ეს მეტ-ნაკლებად გამოჩნდა კიდეც, მაგრამ ჩვენი მხრიდან შეთავაზება რჩება და ჩვენ მივესალმებით, თუკი ოპოზიცია გადმოვა კონსტრუქციულ ფორმატში და ამ დესტრუქციულ და არეულობისკენ მიმართულ ზრახვებს გაანეიტრალებს”
ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე
“ინტერპრესნიუსი”