ჟურნალისტი ელისო კილაძე და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი “ტვ პირველის” ეთერში, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავაშირებით საუბრობენ.
აღნიშნულ დებატებს წინ, როგორც ადვოკატი კუბლაშვილის, ასევე ჟურნალისტი კილაძის მხრიდან გარკვეული “ფეისბუქ” სტატუსები უძღვოდა. სადაც ისინი ერთმანეთს ადანაშაულებენ არაპროფესიონალიზმში. კონკრეტულად მარიამ კუბლაშვილი, ელისო კილაძეს მაჩალიკაშვილის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიმართ წაქეზებაში ადანაშაულებს. ელისო კილაძე კი აცხადებს, რომ კუბლაშვილი იტყუება და არის სუს-ის აგენტი.
“რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა. სოსო გოგაშვილთან ვითხოვდი დებატებს და კუბლაშვილი გამომიგზავნა. ირაკლი ზაქარეიშვილი, ადამიანი რომელიც მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, თემირლანი გამოაცხადა ტერორისტად ის სახელისუფლებო ვერსიას რეალურად ავრცელებს და იმის მაგივრად, რომ კუბლაშვილი დაკავებული იყოს ზაქარეიშვილის პასუხების გაცემით, ცრუ ბრალდებას ავრცელებს ჩემი მისამართით.” – განაცხადა ელისო კილაძემ.
რაც შეეხება მარიამ კუბლაშვილს, ის აცხადებს, რომ ელისო კილაძე მას თავს იმიტომ დაესხა, რომ სიმართლე თქვა.
“სასწაულად დამიპირისპირდა. მის სტატუსებს მიმოიხილავდით მას აქვს ათჯერ მეტი საშინელი განცხადება ჩემს შესახებ. ელისო კილაძე თავს დამესხა იმიტომ, რომ სიმართლე ვთქვი.” – აცხადებს კუბლაშვილი.