თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, “ტვ პირველის” ეთერში, ერთმანეთს, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და ჟურნალისტი ელისო კილაძე დაუპირისპირდა.
ისინი ერთმანეთს გარკვეულ საკითხებში ადანაშაულებენ და არაპროფესიონალიზმისკენ მიუთითებენ.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ელისო კილაძე და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი “ტვ პირველის” ეთერში, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავაშირებით საუბრობენ.
აღნიშნულ დებატებს წინ, როგორც ადვოკატი კუბლაშვილის, ასევე ჟურნალისტი კილაძის მხრიდან გარკვეული “ფეისბუქ” სტატუსები უძღვოდა. სადაც ისინი ერთმანეთს ადანაშაულებენ არაპროფესიონალიზმში. კონკრეტულად მარიამ კუბლაშვილი, ელისო კილაძეს მაჩალიკაშვილის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიმართ წაქეზებაში ადანაშაულებს. ელისო კილაძე კი აცხადებს, რომ კუბლაშვილი იტყუება და არის სუს-ის აგენტი.