მთავარი ციტატა

“ჩემსა და გახარიას შორის დაპირისპირება არ არის”

“არანაირი დაპირისპირება არაა ჩემსა და გიორგი გახარიას შორის. ვართ უახლოესი მეგობრები, არა მარტო ახლა, წლებია ვმეგობრობთ. ერთი და იგივე ადამიანი ხომ არ ვართ? მას თავისი აზრი აქვს და გამოხატა. რაც თქვა ამ ადამიანმა, მეც ვეთანხმები. მოსაწონი როგორ იყო? ეს მეც არ მითქვამს, ჩემი განცხადების ინტერპრეტაცია გააკეთეს, შეატრიალეს, შემოატრიალეს სამწუხაროდ, თორემ მე არ მითქვამს, რომ რა კარგია და რა კარგად მოიქცა ეს ადამიანი“

ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

აღნიშნული განცხადება მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის ქმედებასთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებაზე გააკეთა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა დააკავა. პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელიც ინციდენტში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ იზორიას ძმა ვახო (კიტა) იზორია საპატრულო მანქანიდანვე, რამდენიმე განხორციელებული ზარის შემდეგ გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კადრების გავრცელების შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლოა, იზორიას ძმისთვის შეურაცხყოფა პატრულის თანამშრომელს, გიორგი დვალიშვილს მიეყენებინა.

პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ კი, განაცხადა, რომ რაც კადრებში ნახა, ამაზრზენია.

 

 

იტვირთბა....