“ვიდეო, რომელიც მე ვნახე, ეს იყო ამაზრზენი, რადგან პოლიცია იცავს საზოგადოებას და მის უსაფრთხოებას”
გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრი
შეგახსენებთ, პოლიციელი გიორგი დვალიშვილი დღეს პროკურატურაში ეძებს სამართალს. როგორც ის ყვება, მაშინ, როცა ლევან იზორია შს მინისტრის მოადგილე იყო, სამართალდარღვევის გამო მან დააკავა მისი ძმა ვახტანგ იზორია, რომელიც საპატრულო მანქანიდანვე, რამდენიმე განხორციელებული ზარის შემდეგ გაათავისუფლეს. ის აქვეყნებს ვიდეოჩანაწერს “მთავარზე”, რომელშიც ყველაფერი დეტალებშია აღწერილი.
მისი თქმით, ინციდენტის შემდეგ ის დააქვეითეს, შემდეგ კი საერთოდ, კადრების განყოფილებას გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირდება გიორგი დვალიშვილს, რომ პოლიციის ფორმას გახდის, რადგან მან გაბედა მისი დაკავება. (დეტალები იხილეთ ვიდეოში)