“ეს მოხდა 6 წლის წინ. არ ვიცოდი, ახლა გავიგე. ამ ადამიანს გადასვლა უწევდა სხვა თანამდებობაზე. ეს ჩვეულებრივი თემაა. დღეს მინისტრი ვარ, ხვალ შეიძლება დამიძახონ და მითხრან, მოადგილედ უნდა გადახვიდე ამ და ამ სამინისტროში, გუნდს ეს სჭირდებაო. მე არ უნდა გამოვვარდე ჩანაწერებით. თუ მან (პოლიციელმა დვალიშვილმა) ნახა, რომ ეს დანაშული იყო, ის ვალდებული იყო, წაეღო ან გენინსპექციაში, ან პროკურატურაში და არ უნდა შეენახა. ვინ დევნიდა?! 6 წელი თანამდებობაზე იყო, 1 წლის წინ დაუსაქმეს მეუღლე. ხელი არავის შეუშლია. კადრებში ჩანს, რომ ერთს ეუბნება, ფორმას გაგხდიო. ეს არ არის დანაშაული, უარესები ხდება”.
ვახტანგ გომელაური, შს მინისტრი
შეგახსენებთ, პოლიციელი გიორგი დვალიშვილი დღეს პროკურატურაში ეძებს სამართალს. როგორც ის ყვება, მაშინ, როცა ლევან იზორია შს მინისტრის მოადგილე იყო, სამართალდარღვევის გამო მან დააკავა მისი ძმა ვახტანგ იზორია, რომელიც საპატრულო მანქანიდანვე, რამდენიმე განხორციელებული ზარის შემდეგ გაათავისუფლეს. ის აქვეყნებს ვიდეოჩანაწერს “მთავარზე”, რომელშიც ყველაფერი დეტალებშია აღწერილი.
მისი თქმით, ინციდენტის შემდეგ ის დააქვეითეს, შემდეგ კი საერთოდ, კადრების განყოფილებას გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირდება გიორგი დვალიშვილს, რომ პოლიციის ფორმას გახდის, რადგან მან გაბედა მისი დაკავება. (დეტალები იხილეთ ვიდეოში)