პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ვანო მერაბისვილი და ზოგადად „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის წარსულია.
პრემიერის თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” “დამხობები” არაერთხელ სცადა, რაც არ გამოუვიდათ და არც სამომავლოთ გამოუვათ.
„არ მინდოდა დღეს ამ თემაზე საუბარი, მარა კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელი დღეა. ჩვენ უნდა გეკითხათ ხვალინდელ დღეზე. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ხვალინდელი დღე იყოს არაძალადობრივი. მან პირდაპირ თქვა, რომ დავამხობო, შევცვლი კი არ უთქვამს, დავამხობო. შევთანხდეთ, რომ ჩვენ ვიყურებით მომავლისკენ და ამ დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ, მარა არ გამოუვიდათ და არც მომავალში გამოუვათ“,- აცხადებს პრემიერი.
მერაბიშვილმა მედიასთან პორველი კომენტარიც გააკეთა. როგორც ყოფილმა შს მინისტრმა აღნიშნა, “ოპოზიციის ერთიანობით დავამარცხებთ დღევანდელ არსებულ რეჟიმს”
ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დილით დატოვა. ის 2013 წლის მაისში დააკავეს.