„ძალიან მახარებს, რომ, პრაქტიკულად, მთელი ოპოზიცია არის ერთიანი და ვფიქრობ, რომ ამ ერთიანობით დავამარცხებთ დღევანდელ არსებულ რეჟიმს. კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით დღემდე განცხადებას არ ვაკეთებდი, რადგან ვიყავი იზოლაციაში და ვიყავი ჩამოცილებული ყოველდღიურ პროცესებს. ასევე, დღესაც არ შემიძლია გავაკეთო განცხადება, რადგან 5 წუთში, ჩემი საკნიდან გამოშვებიდან, არაფერი შეცვლილა“.
ვანო მერაბიშვილი – ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი
ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. მერაბიშვილი სხვადასხვა დანაშაულისთვის სასჯელს 2013 წლიდან იხდიდა.