„ვანო მერაბიშვილი გადაარჩინეს იმით, რომ ციხეში ჩასვეს – იმდენი მკვლელობა და სიბოროტე ჰქონდა ჩადენილი. 6 წელი და 9 თვე იყო საპატიმროში. თვითონ, რაღაც ენამ ხომ არ უყივლა – 9 წელი და 6 თვე თქვა და ხომ არ შეაბრუნებენ მომავალში? ფაქტობრივად გადაარჩინეს.“
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი – ემზარ კვიციანი
აღნიშნული განცხადება კვიციანმა, ექსპრემიერის მიერ ციხის დატოვების შეფასებისას „ქრონიკასთან” გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს, ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა და მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.
მერაბიშვილი უკვე სახლშია, სადაც ის ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს მართავს.