ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი უკვე სახლშია, სადაც ის ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს მართავს.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის უცობია, მერაბიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს და სამომავლოდ ვისთან ითანამშრომლებს.
როგორც დღეს დილით ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მერაბიშვილმა განაცხადა, მან ჯერჯერობით არ იცის, რომელ პარტიასთან განაგრძობს ბრძოლას.
მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დილით დატოვა. ის 2013 წლის მაისში დააკავეს.