მოძრაობის “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს, შესაბამისად არც მასთან შეხვედრა იგეგმება.
ხაზარაძე მერაბიშვილის იმ განცხადებასაც ეხმიანება, სადაც მან თქვა, რომ ოპოზიციის ერთიანობით დღევანდელ რეჟიმს დაამხობენ და აღნიშნავს, რომ მისთვის სიტყვა „დამხობა“ ყოვლად მიუღებელია.
„ჩემთვის პირადად მიუღებელია სიტყვა “დამხობა”. ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევანში, უნდა დამთავრდეს ხელისუფლების დამხობის გზით და რევოლუციური გზით შეცვლა. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, პროგრესისთვის. ჩვენ მსგავს თანამშრომლობას არ ვაპირებთ, შესაბამისად, არც არაფერი შეხვედრა არ იყო და არც იგეგმება,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დილით დატოვა. ის 2013 წლის მაისში დააკავეს.
მერაბიშვილმა მედიასთან პორველი კომენტარიც გააკეთა.