ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აქცია “ევროპული საქართველოს” ოფისთან

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა, “ევროპული საქართველოს” ოფისთან აქციას მართავენ. ისინი, პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ დეპუტატებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დატოვონ მანდატები.

“მოვედი, რომ გავაროტესტო ელენე ხოშტარიას საქციელი. სირცხვილია ასეთი დეპუტატები ჩვენს პარლამენტში.” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

როგორც აქტივისტები ამბობენ, ისინი არ წარმოადგენენ არცერთ პარტიას, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი არიან სწორედ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორობის კანდიდატურაზე, ირაკლი შოთაძის დამტკიცებასთან დაკავშირებით, “ევრუპული საქართველოს” წევრებმა, პარლამენტში, პროტესტის ნიშნად ჩართეს საბჭოთა კავშირის ჰიმნი.

იტვირთბა....