საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი, ურჩევს, უმაღლეს საერთაშორისო ინსტანციებს მიმართოს თავისი ქვეყნის რეალურ პრობლემებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო “რესი” ავრცელებს.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყურადღება ჯერ საქართველოში მოშიმშილე ბავშვებს მიაქციონ, რომელთა რაოდენობამ ზღვარს გადააჭარბა“, – განაცხადა მედოევმა.
ასევე, “ნონსენსი” უწოდა, ზურაბიშვილის წერილებში ხსენებულ ფაქტს, მედიკამენტებთან დაკავშირებით, მედოევმა და განცხადა, რომ ეს მედიკამენტები საქართველოში არ იწარმოება და მათი წარმომავლობა უცნობია.
„ამიტომ, სამხრეთ ოსეთში ისინი არასდროს შემოდიოდა და არასდროს ხდებოდა მათი სერტიფიცირება, შესაბამისად, ვერ დაიშვება სამხრეთ ოსეთის აფთიაქებში“, – განაცხადა მედოევმა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.