„ეს იყო დეპუტატისთვის სრულიად შეუფერებელი საქციელი. ოკუპაცია არ არის მხოლოდ ტერიტორიის ოკუპირება, ოკუპაცია ხორციელდება სიტყვით. ვერბალურად, ოკუპაციას შეიძლება კონკრეტული გამოხატულების ფორმები ჰქონდეს და ეს ადამიანი იყო რუსული ოკუპაციის გამოვლინება, რომელმაც საქართველოს პარლამენტის დარბაზში სცადა და რუსული ჰიმნი ჩართო. ეს სხვა არაფერია, თუ არა, ელენე ხოშტარიას მხრიდან რუსული იდეის გაჟღერების მცდელობა საქართველოს პარლამენტში. როგორც ჩანს, რუსულ და საბჭოთა ჰიმნთან მიმართებაში, ნოსტალგია აქვთ და ჰიმნს მიზანმიმართულად პოპულარიზაცია გაუკეთეს, რაც ამაზრზენია”
ანრი ოხანაშვილი – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
შეგახსენებთ, გუშინ, 18 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკანონმდელო ორგანოს თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობდა, ოპოზიციის წევრები შეიჭრნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.