პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკანონმდელო ორგანოს თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს, ოპოზიციის წევრები შეიჭრნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.
ოპოზიციონერი დეპუტატები სასესიო დარბაზში საყვირებით იმ დროს შევიდნენ, როდესაც ტრიბუნასთან არჩილ თალაკვაძე რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა:
“აი, ისინიც გამოჩდნენ. ტაშით მივესალმოთ. სიმბოლურად შემოვიდნენ და მოვუსმინოთ”.
პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ კი, აღნიშნა:
“ნახეთ, საწამლავიც არ ჰქონდეთ შემოტანილი სკუნსებს”.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პლენარული სხდომა რამდენიმე წუთში დატოვეს.